„პოლიტიკო“ - თეთრმა სახლმა ნატო-ს „კარგი“ და „ცუდი“ წევრების სია შეიმუშავა, რათა დაისაჯონ ის მოკავშირეები, რომლებმაც უარი თქვეს ირანთან ომის მხარდაჭერაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 22 აპრილი 2026, 20:08

თეთრმა სახლმა ნატო-ს „კარგი“ და „ცუდი“ წევრების სია შეიმუშავა, რათა დაისაჯონ ის მოკავშირეები, რომლებმაც უარი თქვეს ირანთან ომის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ აქვეყნებს სტატიას.

გამოცემა წერს, რომ სამი ევროპელი დიპლომატისა და აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს არის ნიშანი, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, შეასრულოს თავისი მუქარა მოკავშირეების მიმართ, რომლებიც მას ეწინააღმდეგებიან და ირანთან ომის დროს არ დაეხმარნენ.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის ომის მინისტრი პიტ ჰეგსეტი ჯერ კიდევ დეკემბერში გამოვიდა „კარგი“ და „ცუდი“ წევრების შესახებ მოსაზრებით. ჰეგსეტის თქმით, აშშ-ს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც უფრო მეტად დგანან ვაშინგტონის გვერდით, ვიდრე ნატო-ელი პარტნიორები.

„მოკავშირეები, როგორიცაა ისრაელი, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, სულ უფრო მეტად გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და სხვები, მიიღებენ ჩვენს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას. მოკავშირეები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვერ შეასრულეს თავიანთი წვლილი კოლექტიური თავდაცვისთვის, შესაბამის შედეგებს მიიღებენ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი პრიორიტეტს მიანიჭებს თანამშრომლობასა და ჩართულობას იმ მოკავშირეებთან, რომლებსაც თავიანთ წვლილი შეაქვთ კოლექტიურ თავდაცვაში.

გამოცემის ცნობით, წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელ ქვეყნებს მოიაზრებს ვაშინგტონი ალიანსის „ცუდ წევრებად“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს, გაცილებით მეტს მოითხოვს, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი
საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
ნიკოლოზ სამხარაძე - ესპანელ კოლეგებს დაწვრილებით მოვუყევით იმ პრობლემის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის - ხაზი გავუსვით ჩვენი ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან
თამარ ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი
ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში
არქივი