ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით [ესპანელ კოლეგებს] იმ პრობლემატიკის შესახებ, რაც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ესპანეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
„ხაზი გავუსვით საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე თუ პროცესზე ვისაუბროთ ღიად ევროკავშირის წარმომადგენლებთან. გვქონდა საუბარი ჩვენს შიდა პოლიტიკაში საგარეო ჩარევებზე და ავუხსენით ესპანელ კოლეგებს, რატომ გახდა საჭირო [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის] მიღება“, - განაცხადა სამხარაძემ.
ქართველი კანონმდებლები ესპანეთში ვიზიტს განაგრძობენ. საგარეო ურთიერთობების, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეები შეხვედრებს მადრიდში მართავენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან დიალოგის მთავარი თემა, ევროპასთან საქართველოს ურთიერთობებია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |