სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 22 აპრილი 2026, 22:32

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამას ახალი კომპონენტი ემატება - სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სერვისების ფართო სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებზე.

ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, შეხვდა იმ კლინიკების ხელმძღვანელებს, რომლებიც შესაძლოა პროგრამაში ჩაერთონ და ბენეფიციარებს ყველა სერვისი შესთავაზონ. მხარეებმა აღნიშნული მომსახურებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს და პაციენტების ჯანმრთელობისთვის მათი ეფექტურობა განიხილეს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უწყებისთვის მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის უფლების დაცვა. მინისტრის განცხადებით, ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია, სიახლის ამოქმედებით კი ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე - კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.

მომსახურებებს სახელმწიფო დააფინანსებს და პაციენტებისთვის სერვისები სრულად უფასო იქნება.

პარალელურად, გრძელდება მუშაობა, რომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში, ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები ზრდასრულმა ბენეფიციარებმაც მიიღონ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, ქრთამს უთხრას არა
ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება
მამუკა მდინარაძე: შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
არქივი