ანა წითლიძე: გიგა ლემონჯავას მამა „ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას, იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. ბელადები სახლებში მოიკითხეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 22 აპრილი 2026, 23:11

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, მიხეილ სააკაშვილის მიერ "დროას" წევრ გიგა ლემონჯავაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ლემონჯავას მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, მანამდე კი - ფოთის მერი და სააკაშვილს ფეხქვეშ ეგებოდა.

წითლიძის თქმით, მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა, ვინაიდან, შექმნილი ვითარება, საბოლოო ჯამში, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს.

"არ მიყვარს ასეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, თუმცა როცა ეს საჭირო ხდება, გვერდის ავლა აღარ გამომდის და არც მინდა.
სხვათა შორის, ლემონჯავას მამა, გოჩა ლემონჯავა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, მანამდე — ფოთის მერი. 2012–2018 წლებში ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრიც იყო და მიშასთან საერთო შეხვედრებზეც არაერთხელ მინახავს. განსაკუთრებული მოწიწებით, ფეხქვეშ ეგებოდა მიშას - ჩემი ყურადღება ამით მიიქცია.
იყო მცდელობაც, რომ მისი შვილი ენმ-ში ლიდერულ პოზიციაზე წარმოჩენილიყო, თუმცა ეს ვერ შედგა. წლების შემდეგ ის „დროაში“ გამოჩნდა.
ბევრი რამის თქმა შეიძლება, არცთუ სახარბიელოსი, მაგრამ ამ ეტაპზე ერთს ვიტყვი: მინიმალური პოლიტიკური ეთიკა და ელემენტარული პატივისცემა მაინც უნდა არსებობდეს იმ ადამიანებისა და სივრცის მიმართ, საიდანაც მოდიხარ და რომელმაც შეგქმნა. ეს, საბოლოო ჯამში, მიშას კი არა, კოლექტიური ლემონჯავების რეპუტაციას აზიანებს.
ბელადები სახლებში მოიკითხეთ, ძვირფასებო", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გიგა ლემონჯავა სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და მას "ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავი" უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, ქრთამს უთხრას არა
ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება
მამუკა მდინარაძე: შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
არქივი