მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერი იყო დღე, როცა მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა პედანტური სიზუსტით, სხვა შემთხვევაში, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 23 აპრილი 2026, 00:42

სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა. მისი შეფასებით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ამ დღეს იდეალურად და სრული სიზუსტით იმუშავეს.

„4 ოქტომბერი იყო დღე, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა და სამართალდამცავმა სისტემამ მთლიანად, იმუშავა პედანტური სიზუსტით. სხვა შემთხვევაში შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით. ინფორმაციული ნაკადი იყო ძალიან დიდი, ზოგი შეიძლება იყო ე.წ. შემოგდებული ინფორმაცია, მერე ამის გაფილტვრა და დამუშავება ანალიტიკურად ურთულესია. იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ვერსია იმის შესახებ, რომ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანებს პროვოკაციის მიზნით მასაში უნდა ესროლათ და იარაღები ინახებოდა ერთ ადგილზე, პოლიციის ფორმაში გადაცმული ადამიანები შეიძლება სხვაგან ყოფილიყვნენ. ამისი ნახევარი გამართლდა, ნახევარი არა (შეიძლება აღმოჩენილი ვერ იქნა) და ჩვენ მივაგენით იმავე ღამეს იარაღის სამალავს, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით დაადგინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რომ არა უტყუარი ინფორმაცია ამ იარაღის შესახებ, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრეები გავმხდარიყავით და მერე ვეღარავინ გაარჩევდა პროვოკაცია იყო, შეთქმულების ნაწილი იყო, თუ რა. შსს-ს სპეცრაზმმა იმუშავა ძალიან კარგად. გვახსოვს წინა პერიოდებში, ასეთი პრევენციული ღონისძიებები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დღეს მოხერხდა, რომ ერთ დღეში ჩამქრალიყო ეს ყველაფერი. ყველა რგოლმა იმუშავა ზუსტად და შესაბამისად ამ სიზუსტემ უზრუნველყო ის, რომ იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.

რამდენიმე ვერსია რამდენიმე ჯგუფში ტრიალებდა და მათი დაქსაქსულობა (რასაც ჩვენც შევუწყვეთ ხელი) გარკვეულწილად ჩვენი წარმატების საფუძველი იყო. მათ ერთ ნაწილს გადაწყვეტილი ჰქონდა საკრებულოში შეჭრა, მერე ეს ვერ გაბედეს, რადგან ბევრი სპეცრაზმელი იყო შენობაში და გეზი აიღეს პრეზიდენტის სასახლისკენ, სადაც მათ ჰქონდათ „უტყუარი ინფორმაცია“, რომ არცერთი სპეცრაზმელი არ იყო და მათი პირველი პანიკური შეტევა იყო მაშინ, როდესაც პირველი სპეცრაზმელი გამოჩნდა. ვიღაცები არ აღმოჩნდნენ მათ გვერდით, რაზედაც იზრუნეს ჩვენმა ძალიან მაგარმა თანამშრომლებმა. მათ ჰქონდათ რაღაც იმედები ადამიანების, რომლებიც მათთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღარ აღმოჩნდნენ. ამანაც ბევრი რამის პრევენცია მოახდინა. ეს იყო იდეალურად შესრულებული ღონისძიება“, - განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე - ოპონენტები ამბობენ, თუკი სახელმწიფო წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, რატომ მიუშვა ეს ძალისხმევა იქამდე, სადამდეც მიუშვა. შეიძლებოდა მომხდარის თავიდან არიდება? - მდინარაძემ ასე უპასუხა:

„ამ დროს ყოველთვის დილემამდე მისული სერიოზული პრობლემა იჩენს ხოლმე თავს - რა ინფორმაცია გაქვს ოპერატიულად და რისი დამტკიცების საშუალება გეძლევა, შესაბამისი სტანდარტით, რომელზეც დემოკრატიულ ქვეყანას აქვს პრეტენზია. 5 თუ 6 ადამიანი ვინც არის დაკავებული, მაგალითად ერთ-ერთი პოლიტიკოსის მიმართ შედარებით ნაკლები მტკიცებულებაა და შედარებით ნაკლები როლი შეიძლება ჰქონდა, მაგრამ შეიძლება არც ჰქონდა ვიღაცას ნაკლები როლი, მაგრამ არ იყოს ისეთი მყარი მტკიცებულება, როგორც მეორის მიმართ და ა.შ. ერთი საათით ადრეც რომ დაგვეკავებინა ეს ხალხი, დღეს ყველა იტყოდა, რომ ისინი უკანონო პატიმრები არიან“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, ქრთამს უთხრას არა
ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება
მამუკა მდინარაძე: შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
არქივი