სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამ მომენტს ელოდებიან და ტესტავენ ახლა, 26-ში დაგეგმეს[აქცია], შემდეგ სხვა რიცხვში დაგეგმავენ.
„პირდაპირ გეტყვით, 26 მაისს არაფერი ისეთი არ იქნება. ესენი ვარჯიშობენ ახლა. ელოდებიან, როდესაც რაღაც მომენტი დადგება, როდესაც ხალხი აზვირთდება. სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ. ამ მომენტს ელოდებიან და ტესტავენ ახლა, 26-ში დაგეგმეს, შემდეგ სხვა რიცხვში დაგეგმავენ, მაგრამ არ ჰყავთ ლიდერი. არ აქვთ იდეა, ასრულებენ სხვის დავალებებს. განსაკუთრებით გარედან იმუხტებიან, დავარქვათ ასე, რბილად ვთქვათ. ამ შემთხვევაში წარმატების მიღწევის შანსი, თან ქართველთან, არის ნულთან ძალიან ახლოს. თუ მოეშვები და არ იმუშავებ შესაბამისი სამსახური, საზოგადოებას სწორად ვერ მიაწვდი ინფორმაციას, ვერ აუხსნი რა საფრთხის წინაშე ხარ, როდესაც გლობალური პრობლემებია მთელ მსოფლიოში, აბსოლუტურად შეიცვალა სამყარო, როდესაც ადრე რაც ხდებოდა ერთი თვის და ერთი წლის განმავლობაში, ახლა შესაძლოა ერთ საათში მოხდეს და შეიცვალოს, როდესაც აღმოსავლეთში, დასავლეთში, ჩრდილოეთში, ყველგან ომია და შენ რას აკეთებ ამ დროს. თუ სწორად ვერ მიაწვდი საზოგადოებას, ამ შემთხვევაში მოგერევიან. თუ მიაწვდი სწორად და სწორ პოლიტიკას განსაზღვრავ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია გაუჭირდებათ მორევა.
როდესაც გყავს გუნდის ლიდერები, ერთი, მეორე, ისეთები რომლებიც პოლიტიკას სწორად განსაზღვრავენ, ბეწვის ხიდზე დადიან, ატარებენ ამ ქვეყანას ბეწვის ხიდზე ოღონდ ისე სწორად, რომ არც იქით არც აქეთ არასდროს გადაიჩეხება ქვეყანა, თუ ასე სწორად ივლის, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ერთად უზრუნველყოფს სიამაყესაც, დამოუკიდებლობის განცდასაც, შემდეგ ეკონომიკურ წინსვლასაც, მშვიდობასაც, კეთილდღეობასაც და სწორი პოლიტიკის განსაზღვრასაც, რომელი სწორი პოლიტიკაც შემდეგ ამ ჯაჭვში უმთავრეს როლს ასრულებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |