ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 23 აპრილი 2026, 01:10

 ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”.

„საქართველოსთვის არ არის პანაცეა და თვითმიზანი ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის წევრობა არის მიზანი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ტრადიციული, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის პირობებში. ჩვენ ემოციურადაც ძალიან სერიოზული ბმა გვაქვს ასეთ ევროპასთან, ღირებულებებზე აწყობილ ევროპასთან.

„კაცებს ათხოვებენ?“ - არავინ ათხოვებს და არავინ არავის ურთიერთობებში არსად არ ერევა, მაგრამ მართალია, რომ რაღაცა სახის მოთხოვნები ჩნდება გარკვეული ბიუროკრატების მხრიდან მათ შორის ლგბტ საკითხებთან დაკავშირებით და ასეთი მითითებებიც ხშირად ამოგვიკითხავს გარკვეულ დოკუმენტებში. კაცებს კი არ ათხოვებენ, არამედ შავით თეთრზე წერენ გარკვეულ მოთხოვნებს და ამის თითქოს აგდებით და ცინიზმით მოხსენიება ამ ფაქტობრივ მოცემულობას ვერ ცვლის. ძალიან კარგია, რომ [ამ მხრივ] ევროპულმა საზოგადოებამ გამოიჩინა აქტიურობა ბოლო დროს. ე.წ. კონსერვატიული, ტრადიციული, სუვერენიტეტთან დაკავშირებული მესიჯებით ებრძოდა ორი კანდიდატი [უნგრეთში] ერთმანეთს. ასე იყო ბულგარეთის შემთხვევაშიც“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, ქრთამს უთხრას არა
მამუკა მდინარაძე: შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერი იყო დღე, როცა მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა პედანტური სიზუსტით, სხვა შემთხვევაში, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით
არქივი