მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ ადამიანების გონებაში პრევენციული თვალსაზრისით გავაჩინეთ განცდა სასჯელისა, რომ არ შეიძლება, ვიღაცამ არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, ქრთამს უთხრას არა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
5 23 აპრილი 2026, 01:14
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას - „არა“ და უარი, რაღაცნაირად  ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.


მამუკა მდინარაძის განცხადებით, უსაფრთხოების დაცვას ყოველდღიურობაში და სამომავლო პერსპექტივაში  შეუქცევადი ხასიათი ექნება. 

„პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება და თავად უსაფრთხოების დაცვა ყოველდღიურობაში, ერთია და მეორეა, გრძელვადიანი პერსპექტივაში დალაგება რაღაც საკითხების. ამაზე მეტია საზრუნავი და მე შევეცადე, რომ ამის საფუძველი ჩამეყარა სუს-ში ჩემი მუშაობის დროს და ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება ამის გარანტია შეგვიძლია დავდოთ მთელი პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ შეიძლება დღეს კარგად მუშაობდნენ სუს-ის თანამშრომლები, მაგრამ სისტემური გაძლიერება, მენეჯმენტი, ჭირდება იმას, რომ საფუძველი ჩაუყარო გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების საკითხებს,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.



მისივე თქმით, ადამიანების გონებაში სახელმწიფომ გააჩინა განცდა პრევენციული თვალსაზრისით სასჯელისა, რომ ქრთამს უთხრან უარი. 


 
„პრიორიტეტს რაც შეეხება, უსაფრთხოების სამსახურში, აქ არის კორუფცია - ანტიკორუფციული სამსახური როგორი მძლავრი სამსახურია დღეს ალბათ ხედავთ და აქ გაჩერება არ შეიძლება, იმიტომ რომ, ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მსოფლიოში და ევროპაში სამეულში და ა.შ. ერთ-ერთი პირველები ვიყოთ და ამას აუცილებლად მივაღწევთ,  იმიტომ რომ  მე მგონია, რომ ჩვენ რაღაც გადავტეხეთ და ადამიანების გონებაში გავაჩინეთ განცდა ზოგადი პრევენციული თვალსაზრისით სასჯელისა, რომ არ შეიძლება რომ ვიღაცამ ბოლო-ბოლო არ გაიაზროს, რომ კორუფცია არის დამღუპველი სენი, არამხოლოდ ადამიანურ დონეზე, არამედ სახელმწიფოს აქვს ერთ-ერთი მღრღნელი ჭია  და ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება იყოს დიდ ან პატარა თანამდებობაზე ხელეწიფებოდეს რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება და მაინც და მაინც ეს მატერიალური გამორჩენისათვის არ უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა საჯარო მოხელემ, რომელსაც შეიძლება რაღაც ცდუნება ჰქონდეს, ხვალ სასჯელის შიშით იქნება, თუ მორალური თვალსაზრისით გაძლიერებული მუშაობის შედეგად ქრთამს უთხრას - არა და უარი. რაღაცნაირად  ადრე თუ გვიან ეს უნდა დავალაგოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვფიქრობ, რომ ევროპასთან ურთიერთობა დამოკიდებულია არა იმდენად საქართველოზე, რამდენადაც თავად ევრობიუროკრატიაზე. თუ ევრობიუროკრატია საქართველოს მიმართ იქნება სამართლიანი, ურთიერთობა გაუმჯობესდება
მამუკა მდინარაძე: შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ბოლო თვეების განმავლობაში
მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: სულ არის მათი მხრიდან მოლოდინი, რომ რაღაც იქნება მოხდეს ისეთი, რაზეც შესაძლოა ემოციური მუხტი ააგორონ, ააგონ შემდეგ ნეგატიური პიარკამპანია და ხელისუფლება ამით ჩამოიშორონ
პესკოვმა პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის პირობები დაასახელა
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერი იყო დღე, როცა მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა პედანტური სიზუსტით, სხვა შემთხვევაში, შეიძლება დიდი უბედურების მომსწრენი გავმხდარიყავით
არქივი