კახა კალაძე - პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ევროკავშირის ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას - ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები - თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 23 აპრილი 2026, 10:18

პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ევროკავშირის ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას - ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკსის განცხადებებს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს „თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება“.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მძიმეა.

თუ აქამდე შენიღბულად და შეფუთულად, ვიღაცები მოგვიწოდებენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე.

დაემუქრა ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს.

პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას.

საქართველოს არ გადაუხვევია, დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სუვერენული. თუ ვინმეს სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს. ჩვენთან არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით ქვეყნის ინტერესს“, - აღნიშნავს კალაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გადადგომის შესახებ კითხვაზე - ეს კითხვა დამისვით საპარლამენტო არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების წინ - გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!
პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - ის არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას
არქივი