მეუფე ანტონი - არცერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას გაძლევთ, არ მივიღებთ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 23 აპრილი 2026, 10:23

28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი, - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, ანტონ ბულუხია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არ დაუშვებენ გარედან ჩარევას და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული, პირობას დებს, რომ არ მიიღებენ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას.

მიტროპოლიტი განმარტავს არჩევნების პროცედურასაც.

"ახლა ამ წუთს ვიწყებდი შემედგინა იმ პირთა სია (სრული მონაცემებით ), რომელნიც ვანისა და ბაღდათის ეპარქიიდან მონაწილეობას მიიღებენ გაფართოებულ კრებაზე, ათან ტელევიზორიც ჩავრთე;

იმ წამსვე იქ გამოჩნდნენ ის ადამიანები, რომელნიც, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ „დიდი გულისტკივილით“ არიან ჩართულნი შემდგომი კათოლიკოს - პატრიარქის არჩევნების საკითხებში ..

სავსებით გასაგებია, რომ ახალი პატრიარქის არჩევნები ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს ასეა ყველგან და არა მარტო საქართველოში!!!

სანამ ჩემეულად აგიხნით რა მოხდება 28 აპრილს, მანამ უწინარესად მინდა შემოგძახოთ:

ყველას, ყველას , ყველას - ყველა მღვდელმთავარი მოგიწოდებთ რომ დაწყნარდით,ნუ ტეხავთ ჭიქაში ქარიშხალს.

არც ერთი ჩვენთაგანი არ დაუშვებს გარედან ჩარევას. და თუ ასეთი ფაქტი იქნა შემჩნეული , პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ არ მივიღებთ არჩევნების პროცედურაში მონაწილეობას!

ყველას უნდა გესმოდეთ სად და რისი უფლება გაქვთ!!!

მოდი, ჩემებურად აგიხსნით არჩევნების პროცედურას: დაახლოებით ისე როგორც

„ ინდაური მის ჭუკს ისე აუხსის არწივის ნათქვამს, რომ ჭუკმა გაიგოს“

საპატრიარქო კანდიდატის შერჩევის პროცედურა იყოფა ორ ეტაპად.

საპატრიარქო არჩევნების 1-ლი ეტაპი გაიმართება 28 აპრილს წმ. სინოდის სხდომაზე;

ამ კრებაზე შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი. ამ დღეს, შევიკრიბებით 39-ი მღვდელმთავარი, რომელნიც ფარული კენჭისყრით გამოვირჩევთ, თუ ვის მვიიჩნევთ ჩვენი შეხედულებით, მომავალ საპატრიარქო კანდიდატად.

კრების დაწყებამდე კი 39-ივე მღვდელმთავარი, ქირიტონიის მიხედვით, მივალთ ხმების დამთვლელი კომისიის თავჯდომარესთან, რომლისაგანაც მივიღებთ საპატრიარქო გერბით და საარჩევნო ბეჭდით დამოწმებულ ბიულეტენებს;

- შემდგომ სათითაოდ შევალთ ხმის მისაცემ კაბინაში და სრულად დავწერთ ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატის სახელსა და ტიტულს, ეპარქიის მითითებით; ვისაც სურს, შეუძლია ხმა მისცეს საკუთარ თავსაც!

- დავკეცავთ ამ ბიულეტენს, ჩავდებთ სპეციალურ კონვერტში და მოვათავსებთ გამჭირვალე ყუთში, რის შემდეგ დავიკავებთ სახელობითად ჩვენთვის განკუთვნილ ადგილებს.

- ხმების მიცემის დასრულების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის წევრი ეპისკოპოსები კრების წინაშე გახსნიან საარჩევნო ყუთს და დაიწყება ხმის დათვლის პოცედურა;

- ხმათა იმ რაოდენობის მიხედვით, რომელნიც დაიკავებენ პირველ, მეორე და მესამე ადგილებს. შეირჩევა სამი საპატრიარქო კანდიდატი.

- კომისიის თავჯდომარე ყუთიდან სათითაოდ ამოიღებს ბიულეტინებს და გადასცემს კომისიის წევრ ქირიტონიით უპირატეს მღვდელმთავარს;

ის კი ხმამაღლა განაცხადებს ბიულეტენში მითითებული კანდიდატის ვინაობას და საჯაროდ აჩვენებს ეპისკოპოსებს ბიულეტინში ჩაწერილი კანდიდატის ვინაობას;

- გამოცხადებულ ბიულეტენს ქირიტონიით უპირატესი მღვდელმთავარი გადასცემს ხმების დამთვლელი კომისიის მესამე წევრ ეპისკოპოსს, რომელიც საჯაროდ დასახელებული ყოველი კანდიდატის სახელს ასახავს ოქმის ფურცელში და შეადგენს კენჭისყრის ოქმს.

ხმების დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე კომისიის წევრების მიერ მოხდება დათვლილი ბიულეტენების დაწვა ყველას თვალწინ, სპეციალურ ჭურჭელში

- იმ შემთხვევაში თუ ორი კანდიდატი მიიღებს თანაბარ ხმებს მათ შორის გაიმართება მეორე ტური.

ასე დამთავრდება 1- ლი ეტაპი, რომლის შედეგად მოხდება სამი კანდიდატის გამორჩევა.

ეხლა განსაჯეთ, რომელ გარე ძალას და როგორ შეუძლია აქ ზემოქმედება?! გამორიცხულია!!!

ანუ 28 აპრილს გვეცოდინება სამი საპატრიარქო კანდიდატი!

ეს სამი კანდიდატი გადის უკვე გაფართოებულ კრებაზე, სადაც გაიმართება არჩევნების მე-2 ტური და და აქაც არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები, რადგან მხოლოდ მათ აქვთ საარჩევნო ხმის უფლება", - წერს მიტროპოლიტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გადადგომის შესახებ კითხვაზე - ეს კითხვა დამისვით საპარლამენტო არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების წინ - გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!
პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - ის არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას
არქივი