აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ერთ თვეში, აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა - სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 23 აპრილი 2026, 11:25

1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა - 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

საელჩოს განმარტებით, აშშ-ს საელჩოს გახსნა თბილისში საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი იყო.

„1992 წლის 23 აპრილს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი.

იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და აშშ-საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 34 წლის შემდეგ, ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში“, - წერს აშშ-ს საელჩო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გადადგომის შესახებ კითხვაზე - ეს კითხვა დამისვით საპარლამენტო არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების წინ - გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!
პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - ის არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას
არქივი