ირაკლი კობახიძე - „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 23 აპრილი 2026, 11:32

დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამა აერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას.

„თუ აქამდე ჩვენი მხარდაჭერა მიმართული იყო დარგის გადარჩენასა და კონკრეტული პროექტების გამართვაზე, დღეს ჩვენ განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავდივართ და ერთიან სისტემას ვამკვიდრებთ. „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება. გვინდა, თქვენ იყოთ წარმატებული, თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს – ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის, პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში – 40%“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გადადგომის შესახებ კითხვაზე - ეს კითხვა დამისვით საპარლამენტო არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების წინ - გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!
პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - ის არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას
არქივი