ირაკლი კობახიძე - პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, რომ დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება და გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 23 აპრილი 2026, 11:34

უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამავდროულად, დამკვიდრდება სისტემური მონიტორინგი, რათა დროულად შევიდეს ცვლილებები იმ პროგრამებში, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება.

„ჩვენ ვამკვიდრებთ სისტემურ მონიტორინგს, რაც საშუალებას მოგვცემს, მუდმივად ვადევნოთ თვალი პროგრამის ეფექტიანობას და დროულად შევიტანოთ ცვლილებები იქ, სადაც ამის საჭიროება გაჩნდება. დასასრულს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი. ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს, როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს განმტკიცების გზაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე გადადგომის შესახებ კითხვაზე - ეს კითხვა დამისვით საპარლამენტო არჩევნების, მუნიციპალური არჩევნების წინ - გაგიცრუვდათ ერთხელ იმედი, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რამდენჯერ გავაკეთოთ ეს ყველაფერი?!
პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია - ის არის ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან და მერამდენედ უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი
პრემიერი: კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას
არქივი