პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია, ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 23 აპრილი 2026, 15:17

ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “ხალხი, როგორც ერთობა სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით. საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს.”

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართველი ხალხი ვიხილეთ 2024 წლის არჩევნებზე, პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და ასევე, ვნახავთ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეზე.

„ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია.

ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობის რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული,” - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ სააკაშვილი - არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ, არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფაჰლევის ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე წითელი სითხე შეასხეს
გივი მიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს
პაპუაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული
არქივი