43
23 აპრილი 2026, 16:31
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟს, რეზა ფაჰლევის ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე წითელი სითხე შეასხეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.
კონფერენციაზე ფაჰლევიმ გერმანიის მთავრობა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ბერლინმა მასთან დიალოგზე უარი განაცხადა.
„მგონია, რომ დემოკრატიული მთავრობების პრეროგატივა უნდა იყოს, არ დაემორჩილონ ბანდიტებისა და ტერორისტების კარნახს, ვისთან ისაუბრონ და ვისთან არა. როგორც დემოკრატიები, უფლება გაქვთ ისაუბროთ ვისთანაც გინდათ“, – განაცხადა ფაჰლევიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |