გეკა გელაძემ პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს შსს-ში მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 23 აპრილი 2026, 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. წარდგენას ყოფილი შს მინისტრი გეკა გელაძე ესწრებოდა.

მან პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს, მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, კოლეგებო. მინდა პირველ რიგში დავიწყო მადლობით. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ 1 წლის წინ მე გამომიცხადეთ ნდობა და წარმადგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ სხედან, ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენგანს. ამ ერთი წლის განმავლობაში ერთი ადამიანი ბუნებრივია ვერ შეძლებდა იმ მიღწევებს, რომელზეც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა და თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის მხრიდან, აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ იმას, რაც დღეს გვაქვს და ამისთვის დიდი მადლობა. იცით, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ოჯახი. ეს ინსტიტუციაა, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების წესი, თავისი კულტურა და მინდა ბატონ სულხანს მადლობა გადავუხადო - აჭარის რეგიონში ყოველდღიურად გვქონდა ჩვენ კომუნიკაცია იმ საქმიანობისთვის, რომელიც მან განახორციელა.

მინდა წარმატებები ვუსურვო - ის არის განსაკუთრებული ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ღირსეული პოლიციელი და მე მეამაყება, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და ორმაგად ბედნიერი ვარ, როდესაც ის ჩაუდგა სათავეში ამ ინსტიტუციას და თქვენთან ერთად კიდევ უფრო მეტ შედეგს მიაღწევს. წარმატებები და მადლობა ყველაფრისთვის“, - განაცხადა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვა თქვა და დეტალურად ისაუბრა, თუ რა ქონებებს ფლობს ის და მისი ოჯახი
პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
ივანე ჯავახიშვილი 150 - საიუბილეო ღონისძიებები თსუ-ში
ზურაბ პატარაძე: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში - ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ
პრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ეს ულამაზესი მხარე ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს
არქივი