გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 23 აპრილი 2026, 23:54

ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე.

წამყვანმა ჰკითხა, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა ოპოზიციურ ალიანსში.

„ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან. ესენი ხომ ერთი პოლიტიკური მამის და იდეის შვილები არიან?! წარმოგიდგენიათ გარეთ რა გამოვიდა და შიგნით რამხელა ზიზღია?! ესენი საერთოდ ვინმეს დაინდობენ?! მათთან როგორ შეიძლება საერთოდ რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი. ოთახში 4-5 სულელი თუ ითამაშებს, რომ მე ნაპოლეონი ვარ, მე - ჰიტლერი, მე - სტალინიო, ითამაშონ, ეს იმ ოთახის იქით არ გავა. მათი დრო წავიდა პოლიტიკაში“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს ომს, თუმცა გმობს ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობას
დონალდ ტრამპი „ნიუ იორკ თაიმსსა“ და „სიენენს“ ყალბი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებს
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ დასაბუთებული მტკიცებულებებით ზედა ინსტანციები ბრალდებულებთან დაკავშირებით ზუსტად იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საქალაქო სასამართლომ მიიღო
სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა
ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვა თქვა და დეტალურად ისაუბრა, თუ რა ქონებებს ფლობს ის და მისი ოჯახი
არქივი