რომის პაპმა განაცხადა, რომ ის, როგორც მოძღვარი, მხარს ვერ დაუჭერს ომს ირანის წინააღმდეგ, თუმცა დაგმო ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.
„როგორც მოძღვარი, მე ვერ ვიქნები ომის მომხრე“, - განუცხადა რომის პაპმა ჟურნალისტებს.
„მსურს ყველას მოვუწოდო, ძალისხმევა მიმართონ ისეთი გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც მშვიდობის კულტურას ეფუძნება და არა სიძულვილსა და განხეთქილებას“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის დაბომბვამ შექმნა „ქაოტური მდგომარეობა გლობალური ეკონომიკისთვის“, რასაც ემატება „ირანის მოსახლეობა, უდანაშაულო ხალხი, რომელიც ამ ომის გამო იტანჯება“.
კონფლიქტის ჰუმანურ ფასზე საუბრისას, პაპმა გაამჟღავნა, რომ თან ატარებს ლიბანელი მუსლიმი ბიჭის ფოტოს, რომელსაც გასული წლის ბოლოს პონტიფიკოსის ქვეყანაში ჩასვლისას მისასალმებელი ნიშანი ეჭირა და რომელიც ამ ომში დაიღუპა. კითხვაზე, გმობს თუ არა იგი თეირანის მიერ პროტესტის სისხლიან დარბევას, მან უპასუხა: „მე ვგმობ ყველა უსამართლო ქმედებას, ვგმობ ადამიანთა სიცოცხლის ხელყოფას, ვგმობ სიკვდილით დასჯას; მჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლეს პატივი უნდა ვცეთ. როდესაც რეჟიმი, როდესაც ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უსამართლოდ ართმევს ადამიანებს სიცოცხლეს, ეს, რა თქმა უნდა, დასაგმობია“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |