ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 24 აპრილი 2026, 10:11

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 2027 წელს, პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგ, პოლიტიკიდან წავა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

„მე პოლიტიკაში ადრე (პრეზიდენტობამდე) არ ვიყავი ჩართული და არც შემდეგ ვიქნები ჩართული“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, მეორე ხუთწლიანი ვადის ყველაზე რთული ნაწილი მისი მიღწევების დაცვა იყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მან „პოლიტიკური მოძრაობა შექმნა და შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა“, რადგან ყოველთვის დაინტერესებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებით და სურდა, რომ მისი იდეები განხორციელებულიყო.

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2017 წლის მაისში დაიკავა, ხოლო 2022 წლის აპრილში იგი მეორე ვადით აირჩიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 941.1 ადამიანი ცხოვრობს
ლევან ჟორჟოლიანი - საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი
მაკა ბოჭორიშვილი: თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
არქივი