მაკა ბოჭორიშვილი: თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 24 აპრილი 2026, 11:39

საბერძნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სამუშაო სესიაში სახელწოდებით - „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.

სიტყვით გამოსვლისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ამასთან, თანამედროვე უსაფრთხოება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო კომპონენტით და მოითხოვს უფრო ფართო, მრავალმხრივ მიდგომას.

„დღეს უსაფრთხოება მხოლოდ სამხედრო ძალასა და შესაძლებლობებს აღარ გულისხმობს, უსაფრთხოების გააზრება აუცილებლად მოიცავს ეკონომიკურ მედეგობას, დაკავშირებადობასა და მდგრად განვითარებას. თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი, სწორედ ასე ვხედავთ მას, რადგან ჩვენ საკუთარ თავს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად მივიჩნევთ. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, როდესაც ევროპული უსაფრთხოების შექმნაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი - მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს
ლევან ჟორჟოლიანი: სტაბილურობა ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს აისახოს მოსახლეობაზე
2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 941.1 ადამიანი ცხოვრობს
ლევან ჟორჟოლიანი - საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი
არქივი