ლევან ჟორჟოლიანი - საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 24 აპრილი 2026, 12:15

საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა. ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“.

მისი თქმით, საერთაშორისო ინდექსები ინვესტორებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის.

„საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, 2025 წელი წარმატებული იყო. უამრავი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია აფასებს ქვეყნებს ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციისგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის ინდექსებით. ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა. ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში და ეს შემდგომ ინდექსებში აისახება. ინდექსები ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესებია ქვეყანაში, არის თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მეტი გაუმჯობესება, რაც ჩვენ გვქონდა, ეს არის კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით და ის რეფორმები, რომლებიც გარკვეულ კვლევებში აისახება, რაც ჩვენ კორუფციის მიმართულებით მივიღეთ, ესეც თავის ასახვას ჰპოვებს ინდექსებში და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება იმ მოწინავე ქვეყნებში, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუროკრატია მუშაობს კეთილსინდისიერად“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტუსკი - მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს
ლევან ჟორჟოლიანი: სტაბილურობა ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს აისახოს მოსახლეობაზე
2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 941.1 ადამიანი ცხოვრობს
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი
მაკა ბოჭორიშვილი: თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი
არქივი