შეხვედრა ახალგაზრდებთან რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 24 აპრილი 2026, 13:05

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.  გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.

უფრო ვრცლად, თუ როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესზე და რა გზებით აწვდის საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სანდო ინფორმაციას - ამ თემებზე ახალგაზრდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა.

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა კი შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში 23 აპრილს გამართულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა
ყოფილი ევროკომისარი: როცა ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს ამდენი ევროპული დროშა
ყოფილი ევროკომისარი: მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება
,,სარფში“ და ,,ქუთაისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერები გამოავლინეს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი