პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 24 აპრილი 2026, 14:15

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 30 შეფუთვად დაფასოებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 42,741 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს’’.
მეორე ბრალდებულმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 1,9838 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება, ხოლო მესამემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა 0,0367 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და 8,3997 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა შენახვა) და 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა
ყოფილი ევროკომისარი: როცა ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს ამდენი ევროპული დროშა
ყოფილი ევროკომისარი: მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება
,,სარფში“ და ,,ქუთაისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერები გამოავლინეს
დონალდ ტუსკი - მადიარმა, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებში ევროპელი პოლიტიკოსები იმედგაცრუებული დატოვოს
არქივი