,,სარფში“ და ,,ქუთაისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერები გამოავლინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 24 აპრილი 2026, 14:43

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 247 აბი ,,სუბოქსინი“ აღმოაჩინეს.

ასევე, მებაჟე ოფიცრის მიერ, ეჭვის საფუძველზე, ,,ქუთაისის აეროპორტში“ საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური, დათვალიერების შედეგად, გამოვლენილი იქნა, სხეულზე მალულად განთავსებული, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალების შემცველი 169 კაფსულა მედიკამენტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირთან დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს, თუმცა გვადანაშაულებენ, რომ ასე მოვიქეცით, პოლიტიკურ ინსტრუმენტად პროცესის გამოყენება აზიანებს გაფართოებისა და გაწევრიანების იდეას
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში
პოლონეთის პრეზიდენტი: დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიურკორატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა
ყოფილი ევროკომისარი: როცა ჩემი წვლილი შევიტანე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაში, მახსოვს თბილისშიც ვიყავი და ჩემს ცხოვრებაში არცერთი დედაქალაქის ქუჩებში არ მინახავს ამდენი ევროპული დროშა
არქივი