პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, დროა, ევროპამ გამოიღვიძოს და უარი თქვას ევროკავშირის მიგრაციის პაქტზე.
ნავროცკის თქმით, საჭიროა იმ ღირებულებების დაბრუნება, რომელსაც ევროკავშირი თავდაპირველად, მისი დაარსებისას დაეყრდნო.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ევროპა ახლა ბიუროკრატიულ სოციალიზმშია ჩაფლული, მას კი კონსერვატიული ევროპის შექმნა სურს.
„ჩვენ შევქმნით ძველ, ანუ კონსერვატიულ ევროპას. ეს ჩემი ხედვაა. ეს იქნება ევროპა, რომელიც შეცდომებს არ გაიმეორებს. პოლონეთი არ დაუშვებს შეცდომებს მიგრაციის პოლიტიკის კუთხით. პატივი უნდა ვცეთ მრავალფეროვნებას და იმავდროულად - მრავალი სახელმწიფოს კულტურულ მემკვიდრეობას. სწორედ ეს იყო ევროპის საწყისი. ვფიქრობ, დროა, ევროპამ გამოიღვიძოს, რადგან ის ბიუროკრატიული სოციალიზმის მსხვერპლად იქცა“, - განაცხადა ნავროცკიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |