მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 24 აპრილი 2026, 16:37

ოპოზიციაში ზოგიერთმა, სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთო, ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში,– ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს „რიტორიკის გადატვირთვისკენ მოუწოდებს“.

„ქოცები სხვას კი არაფერს აკეთებენ მთელი ეს დრო – დაახეთქებენ რაღაც ტყუილს და სხვებს აჯერებენ, თან თანდათან თვითონაც იჯერებენ. ახლა ოპოზიციაში ზოგიერთმა: „სააკაშვილს ერთპიროვნული ლიდერობა უნდა! ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხოოოო…“ მოიცა და ვინ შეგიშალათ ხელი გალიდერებაში? სააკაშვილი, რომელსაც ხალხთან არ უშვებენ, ციხიდან უკვე გამოვიდა, იქ თქვენ ჩაგკეტათ და ახლა უკვე თქვენ აღარ გიშვებთ ხალხთან, თუ როგორაა თქვენი საქმე? სააკაშვილმა, რომელსაც ტელევიზიით გამოსვლის საშუალებები არ აქვს, ციხიდან ჩაგიკეტათ ტელეეთერში ჭკვიანური ლაპარაკის საშუალება? თუ ისიც ჩემი ბრალია, რომ პოლიტიკოსების პროფანაციად და ტელეეთერის შესავსებ უბრალო მოლაპარაკე თავებად იქეცით. ძალიან აცდენილი ხართ რეალობას და იქნებ, გადატვირთოთ რიტორიკა, თორემ ამასობაში ხალხი ძალიან განვითარდა, ხელოვნური ინტელექტიც წამოგეწიათ და ისე აღარ ბნელა, როგორც 2012-ში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - დელფოსის ფორუმის ფარგლებში ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება
მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ალიანსს აჩვენებს, ვინ არის უფროსი „ნაცებში”. ინტერესით ვაკვირდები და მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ
მიხეილ ყაველაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავა
არქივი