მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 24 აპრილი 2026, 18:19

დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, შევხვდეთ თბილისში, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ბოჭორიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის უწყებაში დაბარებას მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. ნამდვილად შემაშფოთებელია ქართველი ხალხის ინტერესების, ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები გვესმის. რა თქმა უნდა,  ჩვენ გვექნება საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, დაიბარებს თუ არა საგარეო უწყება ელჩს სამინისტროში, ბოჭორიშვილმა უპასუხა:

„დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და სწორედ იმ საკითხებზე ვისაუბროთ, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გამართულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც: „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულვებელყოფა არის შეუძლებელი
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
საპატრიარქო - 25 აპრილს 40 დღე სრულდება ილია მეორის გარდაცვალებიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონის ტაძარში წირვას აღავლენს
მაკა ბოჭორიშვილი - დელფოსის ფორუმის ფარგლებში ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება
იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი ალიანსს აჩვენებს, ვინ არის უფროსი „ნაცებში”. ინტერესით ვაკვირდები და მიხეილ სააკაშვილს ვგულშემატკივრობ
არქივი