საპატრიარქო - 25 აპრილს 40 დღე სრულდება ილია მეორის გარდაცვალებიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონის ტაძარში წირვას აღავლენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 24 აპრილი 2026, 19:35

25 აპრილს 40 დღე სრულდება ილია მეორის გარდაცვალებიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ხვალ, 25 აპრილს 40 დღე სრულდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალებიდან.

ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს წირვას, რომლის შემდეგაც მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა
POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულვებელყოფა არის შეუძლებელი
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
მაკა ბოჭორიშვილი - დელფოსის ფორუმის ფარგლებში ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის დღეს საქართველო და საქართველოს გავლით შუა დერეფნის განვითარება
არქივი