POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
71 24 აპრილი 2026, 20:38

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ, - წერს გამოცემა POLITICO.

არმიის გენერალურმა შტაბმა ერთი მეთაური თანამდებობიდან გადააყენა, მეორეს კი ჩამოაქვეითა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში უკიდურესად გამოფიტული ქვეითების ფოტოები გავრცელდა.

აღნიშნული ჯარისკაცები მე-14 ბრიგადაში მსახურობდნენ, ხოლო მათზე პასუხისმგებელ ორ ოფიცერს ბრალად ედება არსებული ვითარების შესახებ ზემდგომი სარდლობისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, მდინარე ოსკილის გაღმა ფრონტის ხაზზე დისლოცირებული მეორე ბატალიონის ჯარისკაცები წვიმის წყალს სვამდნენ და შიმშილისგან გონებას კარგავდნენ.

„მოწინააღმდეგის სისტემატურმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებმა მდინარე ოსკილზე არსებულ გადასასვლელებზე მნიშვნელოვნად გაართულა ქალაქ კუპიანსკის მიმდებარედ მყოფი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფა. აქ ჩვენი ქვედანაყოფების მომარაგება მცირე ზომის მცურავი საშუალებებითა და მძიმე უპილოტო საფრენი აპარატებით ხორციელდება“, - ნათქვამია გენერალური შტაბის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მე-14 ბრიგადის მეთაურები საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარების დრონების დარტყმებისგან დაცვაზე მუშაობდნენ, მათ ვერ შეძლეს სამხედრო ხელმძღვანელობისთვის ადგილზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბრიგადის სურსათით მომარაგების პრობლემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და დაადასტურა, რომ მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. რაც შეეხება დაზარალებულ ჯარისკაცებს, „როგორც კი ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, მათი ევაკუაცია განხორციელდება“, - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა - არმიის ქვედანაყოფმა, რომელიც გასულ წელს ხარკოვის ოლქში ჯარების სამართავად შეიქმნა - შექმნილ ვითარებას „საშინელი მართვის სირცხვილი“ უწოდა.

„ეს არის კორპუსის დონეზე მიღებული გრძელვადიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებისა და ქვედანაყოფებთან მისი ურთიერთქმედების შედეგი. ამავდროულად, სხვადასხვა დონეზე ისმოდა მოხსენებები იმის შესახებ, რომ სიტუაცია ორგანიზებული და კონტროლირებადი იყო, რაც, როგორც ყველამ ნახა, რეალობას არ შეესაბამება“, - ნათქვამიაუკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერატიული ჯგუფის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-მა და ევროკავშირმა იშვიათი მინერალების შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
თაკო ჩარკვიანი: მაჩვენეთ ადამიანთა გუნდი, ვინც ჩერგო-ბოკერიას, ოდესმე ხმას მისცემს. რამდენჯერაც გაბედეს და მოსინჯეს დამოუკიდებლად თავის შეყოფა პოლიტიკაში იმდენჯერ გაანულა ხალხმა
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულვებელყოფა არის შეუძლებელი
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
საპატრიარქო - 25 აპრილს 40 დღე სრულდება ილია მეორის გარდაცვალებიდან, აღნიშნულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონის ტაძარში წირვას აღავლენს
არქივი