პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 25 აპრილი 2026, 12:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული კ.კ. და იმავე წელს დაბადებული ა.დ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა
წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
მეუფე დოსითეოსი - საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესი, ეს ნორმალურია, ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ
არქივი