სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 25 აპრილი 2026, 12:59

თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა სრულდება.

ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წირვაში საქართველოს ეკლესიის 36 მღვდელმთავარი მონაწილეობს.

ლიტურგიის შემდეგ მეუფე შიო მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა
წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
მეუფე დოსითეოსი - საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესი, ეს ნორმალურია, ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ
არქივი