დავით ჩიხელიძე: „ტვ პირველმა“ ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ - „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად, სიკეთეს ებრძვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 25 აპრილი 2026, 13:44

„ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც მის "სანდოობას" და "ობიექტურობას" ამხელს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, „ტვ პირველის“ სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია და ისინი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან.

„ტელეკომპანია „ტვ პირველი“ წლების განმავლობაში აქტიურად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომელთა ჩამონათვალი მრავალფეროვანი და საკმაოდ ვრცელია, თუმცა ამ ბრალდებებიდან არცერთი არ დადასტურებულა, რაც ტვ პირველის "სანდოობას" და "ობიექტურობას" ამხელს.

ბიძინა ივანიშვილი მკვეთრად განსხვავდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საკუთარ საქმიანობას პირადი გამდიდრებისკენ მიმართავენ. პირიქით, იგი უკვე ათწლეულებია საკუთარ ფინანსურ რესურსს საქართველოს განვითარებას ახმარს. მისი ქველმოქმედებითი საქმიანობა მოიცავს განათლებას, კულტურას, ინფრასტრუქტურას და სოციალურ პროექტებს, ხოლო საერთო ჯამში გაწეული დახმარება რამდენიმე მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერაა.
ამ ფონზე ტვ პირველმა ახალი ბრალდება მოიფიქრა, თითქოს ივანიშვილის მიერ შექმნილი საქველმოქმედო ფონდები პროცენტიან სესხებს გასცემენ.

ტვ პირველის სიბოროტის მასშტაბი გამაოგნებელია. ისინი არ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ზოგადად სიკეთესა და ქველმოქმედების იდეას ებრძვიან.“ - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა
წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
მეუფე დოსითეოსი - საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესი, ეს ნორმალურია, ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ
არქივი