ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, "ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ", სოციალურ ქსელში აფასებს და აცხადებს, რომ დადასტურებული თაღლითების და მევახშეებად აღიარებული "ლელოს" ლიდერების დაფინანსებული ტელეკომპანია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს.
სალუქვაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქველმოქმედების კრიტიკას უნდა შეეშვას, ვინაიდან, არსებობს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების სია, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში კი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.
"სასამართლოების და არბიტრაჟების მიერ დადასტურებული თაღლითების და საზოგადოებაში მევახშეებად აღიარებული ლელოს ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის დაფინანსებული და ბლაჟევიჩის ინსტრუქციებით მომუშავე FakeTV "პირველი" ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას აშავებს.
თქვეჩემის დიმპიტაურებო, ათასჯერ დავწერე ქველმოქმედების კრიტიკას შეეშვით მეთქი. პოლიტიკურად როცა აკრიტიკებთ, ხომ არაფერს გპასუხობთ?! ახლიდან დავიწყო სიის გამოქვეყნება?
ამას წინათ ე.წ. ოპოზიციის აქტივისტი გამოხტა რამდენიმე წელია ქველმოქმედებას არ ეწევაო. ჯანდაცვაში არაფერი გაუკეთებიაო. არადა, მხოლოდ ჯანდაცვის სფეროში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტის ქველმოქმედებაა. ერთი მხრივ სანქციებს ითხოვენ, მეორე მხრივ ქველმოქმედებას.
ერთ გზავნილზე ჩამოყალიბდით ეწეოდა ქველმოქმედებას და ახლა აღარ ეწევა თუ საერთოდ არ ეწეოდა?!
არ დაგზარდებით. ახლიდან დავდებ სიას," - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |