35
25 აპრილი 2026, 14:56
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
ამჯერად უკრაინამ 193 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა. 193 სამხედრო ტყვის დაბრუნებას ადასტურებს რუსული მხარეც.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დაიბრუნა სამხედროები, რომლებიც მსახურობდნენ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნულ გვარდიაში, საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურში, ეროვნულ პოლიციაში, ტრანსპორტის სპეციალურ სახელმწიფო სამსახურში.
ბოლოს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი აღდგომის დღესასწაულზე შედგა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |