წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 25 აპრილი 2026, 15:41

წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის საქმიანობაში არანაირი ჩარევა არ არის.

„წინა სინოდის სხდომაზე იყო განხილული რაღაც საკითხები, რაღაც დარჩა განსახილველი, რომლებსაც 28-ში განვიხილავთ. 28-ში პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება.

არანაირი ჩარევა ჩემთან არ ყოფილა, არანაირი ჩარევა არ არის. წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას. დაელოდეთ, ვლოცულობთ და ღვთის შეწევნით იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ღვთისთვის სათნო იქნება“, – აღნიშნა მეუფე საბამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოკვეთილია თუ არა სავარაუდო კანდიდატები, მეუფე საბამ აღნიშნა: „ეს ფარული კენჭისყრაა და წინასწარ მე არ ვამბობ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანში ჩავიდა
მეუფე დოსითეოსი - საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესი, ეს ნორმალურია, ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი
ირაკლი ჭეიშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: მთავარი მოტივი არის ის, რომ რაც შეიძლება, მალე შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რათა ისევ იმ ჯალათებს ჩაბარდეს ჩვენი ქვეყანა და იმ შემთხვევაში ხედავენ ჩვენს ევროპულ მომავალს
ხუხაშვილი ჩერგოლეიშვილზე: განსაკუთრებული შემთხვევაა, ყველას წყევლის მარჯვნივ და მარცხნივ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად ილია II-ის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვას და სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
არქივი