უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართა.
როგორც ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ვიზიტისას უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ხუთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე იმუშავებენ. ამასთან, მისივე თქმით, განიხილება თანამშრომლობის საკითხები თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.
„ვფიქრობ, ეს რაღაცას ნიშნავს, თანამშრომლობასაც, პოლიტიკასაც და გეოპოლიტიკასაც. დღეს ჩვენ ვიმუშავებთ უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ხუთ სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვდა უკრაინელ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც აზერბაიჯანში საჰაერო თავდაცვის გამოცდილების გასაზიარებლად გაიგზავნა.
„აზერბაიჯანში ჩემი ვიზიტი დავიწყე ჩვენს ექსპერტთა ჯგუფთან შეხვედრით, რომელიც უკრაინის გამოცდილებას აზიარებს ცის დაცვასთან დაკავშირებთ. უკრაინა ყოველთვის ერთგულია თანამშრომლობის, რომელიც აძლიერებს როგორც ჩვენს პარტნიორებს, ასევე გვაძლიერებს ჩვენ. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში უნიკალური გამოცდილება გვაქვს, რომელსაც შეუძლია, სხვა ქვეყნებსაც სარგებელი მოუტანოს. ჩვენ უკვე სამი მიმართულებით ვმუშაობთ: ახლო აღმოსავლეთი და სპარსეთის ყურის რეგიონი, ევროკავშირი და არსებითი მუშაობა აზერბაიჯანთან. უსაფრთხოების გარდა, დღეს ჩვენ ვიმუშავებთ ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ეს აზერბაიჯანში პირველი ვიზიტია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |