დავით ზარდიაშვილი: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე, ვოლტერი გახდეს, მანჭვა-გრეხის მეტი არაფერი გამოუვა, ხოლო დოროთესგან ისე არ გამოვა მარტინ ლუთერი, როგორც გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 26 აპრილი 2026, 12:32

თარგამაძესთან დოროთე ყურაშვილის „საუბრის" „ფორმულა" ერთი შეხედვითაც იოლი გასაშიფრია. მხოლოდ მცირე ფრაგმენტს ვუყურე და დღესავით ნათელი გახდა: თარგამაძე ცდილობს "განმანათლებლობის" ქართული ვერსიის, ხოლო დოროთე - ეკლესიის რეფორმაციის, პროტესტანტიზმის ქართული ანალოგის გამოგონებას, - წერს საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში.

ზარდიაშვილი გიორგი თარგამაძისა და დოროთე ყურაშვილი საუბარს "იაფფასიან შოუს" უწოდებს და აცხადებს, რომ უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ დროში აცდენილი ისეთივე პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და იმით დაასრულა, რასაც დღეს ვხედავთ: დექრისიტიანიზაციის გავლით ბოლოს უკვე - დეჰუმანიზაციითაც.

„ცხადია, ერთობ უნიჭო და სულელური სპექტაკლი, უფრო სწორედ - იაფფასიანი შოუ გამოდის, რადგან მთლიანად, თავიდან ბოლომდე, უშნოდ იმიტაციურია და არავითარი, ოდნავ მაინც რეალობასთან კავშირში მყოფი დასაყრდენი არ გააჩნია. მართლაც: რაც არ უნდა ეცადოს ხვლიკი თარგამაძე ქართველი ვოლტერი გახდეს, მაიმუნური მანჭვა-გრეხვის მეტი არაფერი გამოუვა. ხოლო ამ დოროთესგან ისე არ გამოვა ქართველი მარტინ ლუთერი, როგორც ყველა გამხმარ-დაჭიანებული ხისგან სალამური არ გამოითლება....

თანაც: 21-ე საუკუნეა და რაღა დროს "განმანათლებლობა" ანდა "რეფორმაციაა"? პოსტმოდერნიც კი დასრულდა და საუბარი მეტამოდერნის, ანუ "ბნელი განმანათლებლობის" კონსტრუირებაზე მიდის...

მაგრამ აბსოლუტურად აჯამი, გულქვა და რეგვენი უცხოელი პატრონები საქართველოში ცდილობენ დროში აცდენილი ისეთივე პროცესების იმიტაციას, რაც ევროპამ სამასი-ოთხასი წლის წინ გაიარა და იმით დაასრულა, რასაც დღეს ვხედავთ: დექრისიტიანიზაციის გავლით ბოლოს უკვე - დეჰუმანიზაციითაც. ახლა "ბნელ განმანათლებლობაზე" გადადის და აპირებს, ხელოვნური ინტელექტი ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ღმერთად შექმნას, ხოლო ადამიანი პოსტადამიანით ანუ კიბორგით შეცვალოს...საქართველოსთვის ეს "ტექნო-ღმერთი" არ ემეტებათ, ამიტომ ნაფთალინიდან ამოღებულ იდეებს გვთავაზობენ: ჯერ კლასიკური განმანათლებლობა და რეფორმაცია, "ლიბერალური დემოკრატია" და დანარჩენი მერეო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი, ანუ დაობებული იდეების იმპლიმენტაცია საქართველოში, დიადი დასავლური ცივილიზაციის, ევროპული არჩევანის დროშებითა და დიდი ხნის წინ უკვე აშმორებული ლოზუნგებით კეთდება...

სასაცილოც კი არ არის: დოროთე - ქართული პროტესტანტიზმის მამათავრად და თარგამაძე განმანათლებლად?!. ასეთია გამაოგნებელი ანაქრონიზმი, ყოვლად უშინაარსო იმიტაცია, რისი დანერგვაც აქა სურთ.

..."ლუთერა დოროთე" ხომ ბითურია და ბითური, აი გოთვერანი თარგამაძე კი იმდენად დისკვალიფიცირდა, რომ ვოლტერობას ვინღა ჩივის, გაიძვერა ხვლიკობასაც, რაც ბუნებით არის კიდეც, ვეღარ ქაჩავს. ხვლიკი რომ გამაიმუნდება, იმას გავს," - წერს ზარდიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვარლამ ლიპარტელიანი: ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში
დავით ქართველიშვილი: ანაკლია ხდება „შუა დერეფნის“ (ჩინეთი–კასპია–კავკასია–ევროპა) საყრდენი წერტილი, რომელიც უკვე დღეს ითვალისწინებს ტვირთბრუნვის 20–35%-იან წლიურ ზრდას
დავით ჩიხელიძე: ეს ფოტო-სქრინი მელაძის დღევანდელი გადაცემიდან არის. ფოტო ერთი - „მოწმე“ ორი. სხვა ფოტოს მოძებნაც კი დაეზარათ. ასეთი ტყუილია ზოგადად მისი ყველა სიტყვა, ზოგადად კი ეს ტელევიზია არის სიბინძურის და ჭორაობის ჭაობი
ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას - ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
არქივი