ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 26 აპრილი 2026, 17:32

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რომ „31 მარტს რომ დააანონსეს 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ და თუ 10 მაისიდან იწყებენ გასვლას, დღეს რას აკეთებენ“.

ნუგზარ წიკლაურმა ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის მხრიდან ამის თქმა შესაძლოა უმეცრების ან უცოდინარობის ბრალი იყოს.

„არ მაქვს სურვილი, სხვადასხვა მიზეზების გამო, ლევან ხაბეიშვილს რამე ვუპასუხო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანი არის ციხეში. გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზოგადად ეს აპლომბით, ზევიდან ლაპარაკი, რომელიც მართლა ხშირად გვესმის, არაფრის მომტანი არ არის იმიტომ, რომ დიდი ხანია ეს ბრძოლა მიმდინარეობს.

ეს ასე არ არის, რომ 10 მაისიდან ვინმე გამოვიდეს. ერთ-ერთმა ლიდერმა, თუ არ ვცდები ვაშაძემ თქვა, 10 მაისიდანო, მაგრამ სულ ორ-სამ დღეში კიდევ ახალი შეხვედრები არის დაგეგმილი საქართველოს რეგიონებში, ეს ასე არ არის. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის”- განაცხადა წიკლაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან
მეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
მიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს
თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
არქივი