მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 26 აპრილი 2026, 18:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული ლ.ზ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო. ერთ-ერთი დაჭრილი - 1979 წელს დაბადებული გ.ბ. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ გ.ბ.-ს სასიკვდილო დაზიანება 1991 წელს დაბადებულმა ლ.ზ.-მ. მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული ლ.ზ. შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. საქმეზე დამატებითი დეტალების დადგენისა და მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი - დღეს ჩერნობილის ავარიის მეორმოცე წლისთავია, რომელმაც კვალი დატოვა კაცობრიობის სინდისზე, ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების თანმდევი რისკების შესახებ
გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება
ირაკლი კობახიძე - უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან
მეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას
მიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს
არქივი