ირაკლი კობახიძე - უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 26 აპრილი 2026, 19:15

უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელს X-ში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მოხარულია, რომ პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან.

"უმკაცრესად ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა იქ მყოფი, უსაფრთხოდ არიან", - წერს პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის" მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი - დღეს ჩერნობილის ავარიის მეორმოცე წლისთავია, რომელმაც კვალი დატოვა კაცობრიობის სინდისზე, ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების თანმდევი რისკების შესახებ
გურამ მაჭარაშვილი: ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება
მეუფე შიო: მენელსაცხებლე დედების სახით დღეს ეკლესია განადიდებს ყველა ქალს, ვინც ქრისტეს მსახურების ღვაწლით პასუხს სცემს ქალის დიდ მოწოდებას და ღირსებას, ადასტურებს ამ ღირსებას
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
მიხეილ ყაველაშვილი: ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს
არქივი