ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება.
„ჰერჩინსკის და მის პატრონებს უნდათ ზუსტად, რომ დაგვაბრუნონ ბნელ წარსულში, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობის“ ბნელი წარსული. ეს არის ზუსტად, იქ არ უნდა ხალხს დაბრუნება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეგზარქოსი პავლეს მიერ ქართველი ერის დაწყევლის ფაქტი. მან რუსულ ენაზე დაწყევლა ქართველი ხალხი და ახლა ჰერჩინსკი ინგლისურ ენაზე აყენებს შეურაცხყოფას ქართველებს. რაც ჰქონდა დღის წესრიგში ევრობიუროკრატიას, ახლა უკვე საჯაროდ ავლენენ ამ ზიზღს ქართველი ხალხის მიმართ.
როდესაც შენ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ იმით, რომ 27 ელჩი მოგყავს იუსტიციის მინისტრთან და ვითომ სააკაშვილი კვდება, დემარშს აკეთებ, ბოდიში მოიხადა? არამცთუ არ მოკვდა სააკაშვილი, არამედ მსოფლიო პოლიტიკას განაგებს მისი აზრით. მშვენივრად გამოიყურება. მოიხადა ბოდიში? არ მოიხადა. როდესაც მან თქვა, საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზასო, როდესაც თავად რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ეს განცხადება გაკეთებული, მოიხადა ამასთან დაკავშირებით ბოდიში? არ მოიხადა.
ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასდროს „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით. უბრალოდ ახლა ჩვეულებრივ რეჟიმში არიან, როდესაც ცდილობენ ტალახი ესროლონ ქართულ საზოგადოებას “, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |