გურამ მაჭარაშვილი - ბატონ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გასცემენ პასუხს - თავის დროზე, რუსეთის ეგზარქოსი ქართველებს რუსულად წყევლიდა, ახლა ეს ინგლისურად აყენებს შეურაცხყოფას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 27 აპრილი 2026, 12:32

ბატონ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გასცემენ პასუხს - თავის დროზე, რუსეთის ეგზარქოსი ქართველებს რუსულად წყევლიდა, ახლა ეს ინგლისურად აყენებს შეურაცხყოფას - განსხვავება მხოლოდ ენებს შორისაა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „არაერთხელ მოგვისმენია ბატონო ჰერჩინკსის შეურაცხმყოფელი განცხადებები“.

„არა მხოლოდ განცხადებები, არამედ, ქმედებებიც გვინახავს. მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვხედავდით, თუ როგორ მოუწოდებდა ის საზოგადოებას, რომ არ დაეჭირათ მხარი მოქმედი ხელისუფლებისთვის და დაეჭირათ „ნაცმოძრაობისთვის“ და მისი სატელიტი პარტიებისთვის. ეს არის პირდაპირ ჩარევა. ჩარევასთან ერთად, ზუსტად იმ ბნელ წარსულში დაბრუნება. როცა მოგვიწოდებს ბატონო ჰერჩინსკი, არ დაბრუნდეთ ბნელ წარსულშიო, პირიქით, თვითონ უბიძგებდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებულიყო. ასე არ იყო?! ასე იყო, ვიდეოები არსებობს. ამოვიღებთ და ვნახავთ. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად იგებს, რომ თავის დროზე, რუსეთის ეგზარქოსი ქართველებს რუსულად რომ წყევლიდა, ახლა ეს ინგლისურად აყენებს შეურაცხყოფას. განსხვავება მხოლოდ ენებს შორისაა. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის მიუღებლობა, რის გამოც ბატონი ჰერჩინსკი დაბარებულია სამინისტროში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ კეთდება მეგობრული განცხადება. მეგობრული განცხადება, მწუხარების მეგობრული გაზიარება იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იგივე მეგობრული მწუხარების გაზიარება რატომ არ იყო, მაგალითად, ევროკავშირის ბიუროკრატიისგან?! ასე რომ ჩვენ მეგობრობას და მტრობას ნურავინ გვასწავლის. რა თქმა უნდა, გასცემენ პასუხს სამინისტროში ბატონ ჰერჩინსკის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედის“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ.როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეგტაზეთი“ ავრცელებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვლადიმერ ბოჟაძე წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში ერევა
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში
საგარეო საქმეთა სამინისტრო: მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
არქივი