პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 27 აპრილი 2026, 13:47

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის ჯგუფურად, უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს (ფუძე)“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.

მათივე ცნობით, ასევე, სამი ბრალდებული, ჯგუფურად, უკანონოდ ინახავდა 14 შეკვრად დაფასოებულ, 17.77575 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „4-ცმც-ს (კლეფედრონი)“ და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვლადიმერ ბოჟაძე წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში ერევა
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში
საგარეო საქმეთა სამინისტრო: მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას
არქივი