ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა ლევან ნიკოლეიშვილმა ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე საუბრისას.
კერძოდ, პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედ ელჩებთან მთავრობამ ურთიერთობა უნდა შეწყვიტოს.
„მათი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ იმუნიტეტი გააჩნიათ, არაფერს ნიშნავს იმისათვის, რათა ჩვენ ვერ მივიღოთ შესაბამისი ზომები როგორც ეკადრება სუვერენულ სახელმწიფოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოს გამომდინარე თავისი ინტერესებიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში. შესაბამისად ხელისუფლებას აუცილებელი ვალდებულება აქვს, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |