1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 27 აპრილი 2026, 15:51

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს შესაძლოა, მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2,600 მლრდ-ს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია
ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვლადიმერ ბოჟაძე წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე: კიდევ ერთხელ დადასტურდა რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - ევროკავშირი თავისი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმიანობაში ერევა
ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებზე: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ რადიკალიზმის შეტანას ქართულ საშინაო პოლიტიკაში, ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში
არქივი