ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 27 აპრილი 2026, 16:41
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მიწვეული იყო შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან. მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ევროკავშირმა არაერთხელ საქართველოს წინსვლის სურვილი დაადასტურა.

ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, გვჯერა, რომ ევროკავშირს წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.

ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას.

ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მეორეს აზრი არ აქვს, რადგან მსგავსი ადამიანით ჩაანაცვლებენ
ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა
რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას
თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან
დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2,600 მლრდ-ს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია
არქივი