დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2,600 მლრდ-ს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 27 აპრილი 2026, 16:43

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით გაიზარდა და 2 591 827,7 ათასი ლარი შეადგინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დღეს საკრებულოს სხდომაზე კენჭი უყარეს.

ბიუჯეტის ზრდას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ გაიზარდა და 2,600 მლრდ-ს მიუახლოვდა, რაც უპრეცედენტო და ძალიან მნიშვნელოვანია. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი თბილისის გამგეობებზე გადანაწილდება, რაც კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„ტენდენცია, რომ ბიუჯეტი იზრდება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამგეობებზე გადანაწილდება. ეს ნიშნავს იმას, რომ საკითხები, რომლებიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, კიდევ უფრო მალე გადაიჭრება. თითოეული თეთრის მატება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოსახლეობის ინტერესებს ხმარდება. ამას გარდა, გაზრდილი ბიუჯეტი სკოლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც მოხმარდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მეორეს აზრი არ აქვს, რადგან მსგავსი ადამიანით ჩაანაცვლებენ
ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა
რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას
თორნიკე ჭეიშვილი: არაერთხელ დაფიქსირდა კონკრეტული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში არ დგას ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან
ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო უწყებაში შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
არქივი