ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 27 აპრილი 2026, 18:08

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა.

მედიის ცნობით, პუტინმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ირანელი ხალხი რთულ პერიოდს გადაიტანს და მშვიდობა დაისადგურებს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიას“ ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ირანისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენი მხრიდან, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც თქვენს ინტერესებს, რეგიონის ყველა ხალხის ინტერესებს ემსახურება, რათა მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ“, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, არაღჩიმ ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება და გაძლიერდება. არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი გააგრძელებს ბრძოლას შეერთებულ შტატებთან.

„მთელმა მსოფლიომ დაამტკიცა, რომ ირანელმა ხალხმა, თავისი წინააღმდეგობითა და გამბედაობით, შეძლო ამერიკული თავდასხმებისა და ამერიკული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა და შეძლებს, ამ პერიოდს გაუძლოს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

მედიის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის უფროსი იგორ კოსტიუკოვი. არაღჩის გარდა, ირანის დელეგაციაში შედიოდნენ მისი მოადგილე, ქაზემ ღარიბაბადი და მოსკოვში ირანის ელჩი, ქაზემ ჯალალი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა
გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა
გია ვოლსკი - გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე
თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მეორეს აზრი არ აქვს, რადგან მსგავსი ადამიანით ჩაანაცვლებენ
არქივი