თენგიზ შარმანაშვილი - როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეოში გამოიძახო ან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მეორეს აზრი არ აქვს, რადგან მსგავსი ადამიანით ჩაანაცვლებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 27 აპრილი 2026, 18:12

როცა ელჩისგან მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს, საგარეო უწყებაში გამოიძახო და პოზიცია გააცნო, ან რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ნაბიჯების გადადგმა არ ღირს, რადგან მას მსგავსი ადამიანით ჩაანაცვლებენ.

„ახსენა თუ არა სამოქალაქო ომი, ეკონომიკური განადგურება და სიღარიბე?, ამას აკეთებს ელჩი, რომელიც საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს, როცა ასეთი პროგნოზების კეთებას იწყებს და ფაქტიურად თავად აწარმოებს ანტისამთავრობო პროპაგანდას საქართველოში, ეს ელჩისთვის სრულიად შეუთავსებელი საქმიანობაა. როცა მსგავსი განცხადება კეთდება, ორი საშუალება არსებობს – საგარეო უწყებაში გამოიძახო და პოზიცია გააცნო ან რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღო. მეორეს აზრი არ აქვს, რადგან ისევ მისი მსგავსი ადამიანით ან მასზე უარესით ჩაანაცვლებენ. ასეთი ნაბიჯის გადადგმა არც ღირს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა
გიორგი ვოლსკი ჰერჩნსკის განცხადებაზე: ეს არის მუქარა
გია ვოლსკი - გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე
ვლადიმერ პუტინი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა
არქივი