გია ვოლსკი - გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 27 აპრილი 2026, 18:49

„არ ემორჩილები - რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, თითოეული ადამიანი, ვინც დასჯილია, ამის მიზეზი არიან ის წამქეზებლები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე პირდაპირ გამოდიან.

„რაც შეეხება ევროპულ სტანდარტს და ზოგადად, ჩვენს მისწრაფებას, დამოკიდებულებას ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ამას ვინმესთან საკეკლუცოდ კი არ ვამბობთ, ჩვენ ვიცით რა არის ევროპული სტანდარტი. ეს არ არის ის, რასაც ქადაგებს დღევანდელი ზოგიერთი ხელმძღვანელი ევროპული ქვეყნების. ფაქტია, რომ დამოკიდებულება ბრიუსელისა განპირობებულია იმ მხარდაჭერით, რაც ცალკეული ქვეყნების მხრიდან აქვთ, მაგრამ ეს არ არის ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირს თავის წესდებაში უწერია.

აქ უნდა იყოს თანამშრომლობა, თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, მაგრამ არავინ ბრმა არ არის, დავინახეთ, რომ რა თანხაც შემოვიდა, ეს თანხა მოხმარდა იმას, რაზეც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები პირდაპირ მიუთითებენ. ამბობენ, პირდაპირ საჭიროა, რომ ბომბები ცვიოდეს. უკვე მოყირჭებული აქვს ხალხს ეგ გამონათქვამები - ბომბები ცვიოდეს, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ. ეს ყველაფერი ხომ თქვეს და ამისთვის ხომ შემოვიდა უშველებელი რესურსი.

ჩვენ ხომ დავინახეთ, ღობე გადავარდა, ღობე მორყეული იყო თუ რაღაც სისულელე. ასეც რომ იყოს რა? იმ ღობეს მე მივაწექი? არ იყო მცდელობა? ღობეს დააბრალეს რევოლუცია, ასეთი რამე გაგიგიათ? მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ამისწინ, პარალელურად რაღაც პროცესები ვითარდება და აღკვეთეს ეს პროცესები. იქ იარაღიც იყო და ასაფეთქებელი. უშველებელი რაოდენობის მასალები იყო შემოტანილი საქართველოში. რას გვერჩიან. დღესაც მქონდა ახალგაზრდებთან შეხვედრა, მთავარი შეკითხვა არის რატომ? რა მიზეზია, რას არ ვაკეთებთ. ამაზე არც ჰერჩინსკის ბოლო განცხადებაში და არც იმის წინა, მუქარის განცხადებაში არაფერი უთქვამს. არ ემორჩილები, რას არ ვემორჩილები? გეუბნები, არ შემოიტანო შავი ფული, არ დააფინანსო რევოლუცია. ნუ გადადგამ ისეთ ნაბიჯს, რომ ახალგაზრდა დაუპირისპირდეს კანონს და შესაბამისად, მოხვდეს განსასჯელთა სკამზე. თითოეული ადამიანი, ვინც დასჯილია, მიზეზი ამის არიან ის წამქეზებლები, რომლებიც სამწუხაროდ უკვე პირდაპირ გამოდიან“, - აღნიშნა მან.

გიორგი ვოლსკის თქმითვე, საქართველოს ხელისუფლება ხალხის წინაშე ვალდებულია ყველა ის სტანდარტი დაიცვას, რომელიც მაღალ რეიტინგებს განაპირობებს.

„რაც შეეხება დამოკიდებულებას, ევროინტეგრაცია გვაწყობს, გვინდა, საჭიროა. დღეს რა ხელისუფლებები არსებობენ, ამის მიუხედავად თანამშრომლობაც, ეკონომიკაც, მართვის სისტემაც, განათლების სისტემაც და ყველა საკითხი არის ჩვენს სისხლხორცეულ ინტერესებში. ახლა იქიდან თუ ვიღაც სწორად არ გვექცევა დღეს, თუ ეს დღეს ასეა, ხვალაც ასე არ იქნება.

ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი ხალხის წინაშე ყველა ის სტანდარტი დავიცვათ, რომელიც იმ მაღალ რეიტინგებს განაპირობებს, რაც არცერთ კანდიდატ ქვეყანას არ აქვს. მათ შორის, არ აქვს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია: მიხეილ სარჯველაძეს საშუალება ექნება, რომ უმაღლესი საპარლამენტო ტრიბუნიდან ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გასცეს ყველა სენსიტიურ კითხვას ამომწურავი პასუხი
ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ
ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
გურამ მაჭარაშვილი: რაც მალე დაიწყება საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური პარტიების აკრძალვის პროცესი, მით მალე აღსრულდება ხალხის დაკვეთის ბოლო ეტაპი - კრიმინალური, ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გაუქმება
არქივი